ინფორმაცია ვიზების შესახებ
![]() |
იმისათვის რომ, გაიგოთ გჭირდებათ თუ არა ვიზა ქვეყანაში შესასვლელად, სად უნდა შეიტანოთ საბუთები, რა საბუთები არის საჭირო და რა ღირს ქვეყანაში ვიზის საფასური, ტურისტული კომპანია Fly&Travel-ი დაგეხმარებათ ამ ინფორმაციის უკეთ გაგებაში ჩვენი საიტის მეშვეობით. |
იტალია
იტალიაში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ იტალიის ტერიტორიაზე შესვლის ვიზა.ვიზის მოთხოვნა ხდება თბილისში, იტალიის საელჩოს სავიზო განყოფილებაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ: ვიზის მიღების მსურველმა ანკეტას ხელი ფანჯარასთან მომუშავე ოპერატორის თანდასწრებით უნდა მოაწეროს. ვიზის მოთხოვნისას საკმარისია თვითმფრინავის ბილეთის ჯავშნის წარდგენა. ვინაიდან შესაძლებელია, მთხოვნელს უარი ეთქვას ვიზაზე, ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, ბილეთის შეძენა და წარდგენა ხდება მხოლოდ სავიზო განყოფილების მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, პასპორტის გატანისას. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სავიზო ანკეტის ქართული ვერსია.
ვიზისთვის საჭირო საბუთები:
1. თქვენი პასპორტი, რომელიც ვარგისი უნდა იყოს სულ მცირე მომდევნო 6 თვის განმავლობაში. 2. პასპორტის ასლი. 3. ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4). 4. სავიზო განაცხადი. 5. წერილი სამუშაო ადგილიდან(სასწავლო დაწესებულებიდან), სადაც დაფიქსირებული იქნება თქვენი მუშაობის(სწავლის) ხანგძლივობა საქართველოში. 6. სამოგზაურო დაზღვევა იტალიის ტერიტორიაზე.( სასურველია იქონიოთ ასლიც და ორიგინალიც) 7. ბანკის ამონაწერები (ფინანსური გარანტია) მიღების საათების გარდა, სავიზო განყოფილებასთან ტელეფონით დაკავშირება შესაძლებელია 16.00-დან 17.00 საათამდე (საქართველოს დროით)მიღების საათები:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ოთხშაბათის გარდა): სავიზო განაცხადისა და საბუთების მიღება: 9.30 – 11.30სთ საბუთების გატანა: 12.00 – 12.30სთ
საათობრივი სხვაობა იტალიასთან: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით - 2 საათით წინ იტალიის დროსთან შედარებით. ნოემბრიდან მარტის ჩათვლით - 3 საათით წინ იტალიის დროსთან შედარებით.
სავიზო განყოფილება ყოველდღიურად ამუშავებს ვიზის მოთხოვნების გარკვეულ რაოდენობას. ამის გამო, საბუთების წარსადგენად აუცილებელია სავიზო განყოფილებასთან შეხვედრის წინასწარ შეთანხმება.
სავიზო განყოფილება განაცხადებს არ იღებს შეხვედრის წინასწარი შეთანხმების გარეშე. ვიზებზე მზარდი მოთხოვნის გამო, გთხოვთ, მაქსიმალურად ადრე იზრუნოთ შეხვედრის შესათანხმებლად (დღევანდელი მდგომარეობით ეს პერიოდი დაახლოებით ორ თვეს უტოლდება). საელჩოს სავიზო განყოფილება ბოდიშს გიხდით ამ უხერხულობისთვის და გარწმუნებთ, რომ ცდილობს, შეძლებისდაგვარად შეამციროს მოლოდინის პერიოდი.
იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილების მომსახურებით დაინტერესებულ პირთათვის მუშაობს სატელეფონო სამსახური, რომელიც გასცემს ინფორმაციას ვიზებთან დაკავშირებით. იგივე სამსახური უთანხმებს დაინტერესებულ პირებს საკონსულო განყოფილებაში დოკუმენტაციის შეტანის თარიღს.
სატელეფონო ცენტრთან (Call Center) დასაკავშირებლად უნდა დარეკოთ ნომერზე: 8790 007039, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე (საქართველოს დროით). დაკავშირება შესაძლებელია როგორც ქალაქის, ასევე მობილური ტელეფონიდან. გატყობინებთ, რომ ეს არის კერძო კომპანიის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურება (ზარის ღირებულებაა: ქალაქის ტელეფონიდან - 3 ლარი, მობილური ტელეფონიდან – 3 ლარი). ინფორმაცია გაიცემა იტალიის საელჩოს მითითებების თანახმად, ხოლო ზარებიდან შემოსული თანხა მთლიანად ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ამ მომსახურებას უზრუნველყოფს.
დამატებითი ან უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე რჩევებისა თუ საჩივრებისთვის, გთხოვთ, მიმართოთ სავიზო განყოფილებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით. სავიზო განყოფილებაში არსებობს მომხმარებლისთვის განკუთვნილი სპეციალური ”საჩივრის წიგნი”.
ვიზების ტარიფები
ეროვნული ვიზა 90 ევროს ექვივალენტი ლარში
შენგენის ვიზა 35 ევროს ექვივალენტი ლარში
ისრაელი
ისრაელში გასამგზავრებლად საჭიროა: 1. თქვენი პასპორტი, რომელიც ვარგისი უნდა იყოს სულ მცირე მომდევნო 6 თვის განმავლობაში; 2. პასპორტის ასლი; 3. ერთი ფერადი ფოტოსურათი (3X4); 4. სავიზო განაცხადი; 5. წერილი სამუშაო ადგილიდან(სასწავლო დაწესებულებიდან), სადაც დაფიქსირებული იქნება თქვენი მუშაობის(სწავლის) ხანგძლივობა საქართველოში და იმის დადასტურება, რომ დაბრუნდებით სამსახურში ისრაელში მოგზაურობის შემდეგ. 6. საკონსულოს მომსახურების მოსაკრებელი 42 ლარი.
საკონსულო განყოფილების საზოგადოების მომსახურებისთვის განკუთვნილი საათებია:
ორშაბათი – პარასკევი 10:00 – 13:00
ტელეფონით ცნობების მიღება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე
ტელეფონი: (+995 32) 556500 ფაქსი: (+995 32) 556533
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 154, თბილისი 0102, საქართველო
გერმანია
გერმანიის ვიზისთის საჭირო საბუთები:
- სრულყოფილად შევსებული ანკეტა ( ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- პასპორტი ( რომელსაც მოქმედების ვადა სულ მცირე 3 თვე აქვს) და ამავე პასპორტის ფოტოსურათიანი გვერდის 1 ასლი.
- წინა პასპორტის ასლი ( ვიზებისა და სასაზღვრო ბეჭდების გვერდები)
- ერთი ბიომეტრიული სურათი
- დამადასტურებელი საბუთი იმის შესახებ, რომ გამნცხადებელი საკუთარი სახსრებით დაფარავს მგზავრობისა და საზღვარგარეთ ყოფნის ხარჯებს. მაგალითად: ცნობა ხელფასის რეგულარული ჩარიცხვების შესახებ.
- სასტუმროსა და ავიაბილეთის რეზერვირების დასტური(მყარი ჯავშანი არ არის აუცილებელი!)
- სამოგზაურო დაზღვევის პოლისი (ასლიც და ორიგინალიც)
საელჩო იტოვებს დამატებითი საბუთის მოთხოვნის უფლებას! საელჩო 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთვევაში ამოწმებს მათ მეურვეობას. ორივე მშობელი პასპორტით ან პირადობით უნდა გამოცხადდეს საელჩოში და წარმოადგინოს ბავშვის დაბადების მოწმობა.
საფრანგეთი
საფრანგეთის საკონსულო თბილიში. ქოლ ცენტრი ( სიაში ჩაწერა)890 007033 ფაქსი:2 98 71 15
ტურისტული მოტივით მოგზაურობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
შევსებული ანკეტა (ფრანგულად ან ინგლისურად) სასტუმროს ჯავშანი ცნობა სამუშაო ადგილიდან ( სტუდენტებისთვის სასწავლებლიდან) ფინანსური გარანტიები: ცნობა ბანკიდან ( სასტუმროს საფასურის გადახდის ქვითარი ან საბანკო ანგარიშის ბოლო 3 თვის ამონაწერი ან მესამე პირის, დამფინანსებლის ფინანსური გარანტიები) არასრულწლოვანებმა ( 18 წლამდე) უნდა წარმოადგინონ მშობლის ნებართვა და დაბადების მოწმობა, ორივე დოკუმენტი ფრანგულად ან ინგლისურ ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. ნებართვაში უნდა ფიგურირებდეს მოგზაურობის ქვეყანა და თარიგები. საერთაშორისო პასპორტი ( ძალაში მყოფი უახლოესი 6 თვის მანძილზე, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში და უნდა შეიცავდეს 2 თავისუფალ გვერდს მაინც) ერთი ქსეროასლი(აუცილებელია ადრე მიღებული ვიზების ასლები და ძველი პასპორტი) პირადობის მოწმობა და ერთი ქსერო ასლი ცნობა დაზღვევის შესახებ და ერთი ქსერო ასლი ბილეთის ჯავშანი დახურული თარიღით ერთი ფოტო სურათი 3/4 საბუთების შესწავლის გადასახადი 35 ევროს ექვივალენტი ლარებში.
შენიშვნა: ქართული დოკუმენტები აუცილებლად ფრანგულად ან ინგლისურად უნდა იყოს ნათარგმნი. არასრული დოსიეს წარდგენა უარის მიზეზი გახდება.ვიზის მოთხოვნაზე განაცხადის შემოტანა შესაძლებელია გამგზავებამდე 3 თვით ადრე. საკონსულო უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამათებითი საბუტები. ვიზის მთხოვნელები აუცილებლად უნდა გამოცხადნენ ოპერატორის მიერ დანიშნულ დროს და წარმოადგინონ სრული დოსიე. არ გამოცხადების შემთხვევაში შეხვედრა გაუქმდება და ვიზის მთხოვნელმა ხელახლა უნდა დარეკოს ‘’ქოლ ცენტში’’.
გაერთიანებული ემირატები - დუბაი
დუბაის ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
1. მოქმედი პასპორტი მინიმუმ 6 თვიანი ვადით.(დასკანერებული ფერადად) 2. ფერადი ფოტო-სურათი 3×4-ზე 3. ბავშვის პასპორტი.(დასკანერებული ფერადად) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და დედანი დამოწმებული მშობლების მიერ ნოტარიულად.
შენიშვნა: გაერთიანებული ემირატების საელჩო იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი საბუთები.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები შესაძლებელია იყოს JPG ფორმატში და გამოგზავნილი თქვენი სურვილისამებრ ჩვენი კომპანიის Email-ზე info@flytravel.ge ტურისტული ვიზა გაიცემა:3-5 სამუშაო დღის განმავლობაში(არასამუშაო დღის ჩათვლით პარასკევი-შაბათი) ტურისტული ვიზის საფასური ჯდება 75$ (ექვივალენტი ლარებში ეროვნული ვალუტის კურსით) გაერთიანებული ემირატების საელჩო უარის შემთხვევაში ვიზის საფასურს უკან არ აბრუნებს.




