ტაო-კლარჯეთი

ოდესღაც ისტორიული საქართველოს ნაწილი ტაო-კლარჯეთი უმშვენიერესი ბუნებით და ზღაპრული სანახაობით არაერთ მოგზაურს ხიბლავდა. მე-8 საუკუნეში ეს მხარე ქართველ ბაგრატიონთა სამკვიდროდ და ქვეყნის ცენტრად გამოცხადდა. ,,გურჯისტანის ვალაიეთი’’ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული ნაწილი , ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. ტაო მდინარე ჭოროხის ხეობაშია , კლარჯეთი მას ჩრდილოეთით ესაზღვრება. ტაო-კლარჯეთში მრავლადაა ( 200-ზე მეტი) ძველი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები: ოთხთა, პარხალი, ხახული, ოშკი, იშხანი, , ხანძთა , ბანა, დოლისყანა, შატბერდი და სხვა მრავალი, რომლებიც კვლავაც ინარჩუნებენ უდიდეს მნიშვნელობას საქართველოსთვის და ზოგადად კულტურისთვის. ტურისტული კომპანია Fly Travel გთავაზობთ მოინახულოთ ძირძველი ქართული ქრისტიანული ძეგლები და ციხე-სიმაგრეები ტაო-კლარჯეთში.
3 დღიანი ტური

I – დღე გასვლა თბილისიდან ( ვალეს მიმართულებით ) მოსანახულებელი კულტურული ძეგლები: ტბეთი,ხანძთა, ოპიზა, დოლის ყანა , ( პიკნიკი) ჩასვლა ქალაქ ართვინში დაბინავება სასტუმროში ვახშამი დასვენება

 

II – დღე საუზმე გასვლა ართვინიდან მოსანახულებელი კულტურული ძეგლები : არტანუჯის ციხე ქალაქი, ენი რაბათი, იშხანი, ოთხთა დაბინავება სასტუმროში (უსუფელი) ვახშამი დასვენება

 

III –დღე საუზმე გასვლა სასტუმროდან მოსანახულებელი კულტურული ძეგლები: პარხალი, თორთომის ჩანჩქერი, ოშკი, ხახული, ოლთისი, ბანა გამომგზავრება თბილისისკენ

მომსახურებაში შედის:

  • ტრანსპორტირება კომფორტაბელური მიკროავტობუსებით
  • ღამისთევა – ვახშამი და საუზმე
  • ტაძრების დათვალიერებისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი
  • ჯგუფხელი – გიდის მომსახურება

ტურ-პაკეტის ღირებულება: 255 ლარი