სტამბული
სტამბულის ტური 4ღამე/5დღე
ტურის ღირებულება: 330$
ღირებულებაში შედის:
3*** სასტუმრო ( დილის საუზმე)
ქალაქის ექსკურსია.
ინგლისურენოვანი გიდი.
შენიშვნა: ტრანსპორტირება შესაძლებელია ,როგორც გამართული ულტრა კომფორტული ავტობუსით, ასევე თვითფრინავით!
ავტობუსის ბილეთი: 120$ ( თბილისი-სტამბული-თბილისი)
თვითმფრინავის ბიეთი: 220$-დან (თბილისი-სტამბული-თბილისი)
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Online-ჩეთში ან და რეკეთ ოფისში 2 729 724
სტამბოლი (თურქ. İstanbul) თურქეთის უდიდესი ქალაქია. მდებარეობს ბოსფორის სრუტეზე ბუნებრივ ნავსაყუდელთან ,ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ოფიციალურად მდებარეობს ევროპასა და აზიაში, როგორც წესი, ევროპულ ქალაქად მოიხსენიება. 2000 წლის აღრიცხვით ქალაქის მოსახლეობა 8.803.468 ადამიანს შეადგენდა და ევროპის უდიდეს ქალაქთა შორისაა. ქალაქის გეოგრაფიული კორდინატებია 41° N 28° E. სტამბოლის პროვინციის დედაქალაქია.ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.
სტამბულში აგებულია მრავალი საუცხოო ტაძარი თუ ეკლესია, მათ შორის განუმეორებელი აია-სოფია – ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი იყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის სულიერი ლიდერის ტახტი დღემდე სტამბოლში რჩება.
ქვეყანა – თურქეთი
პროვინცია – სტამბოლი
ფართობი 1,830.92 კმ²
სიმაღლე 100 მ
მოსახლეობა 11,372,613 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 6,211 კაცი/კმ²
ტელ. კოდი +90 212 (ევროპ.)
+90 216 (აზ.)
საფოსტო ინდექსი 34010-34850
80000-81800
აია-სოფია
(ასევე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივესალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.
სულთან აჰმედის მეჩეთი, ასევე ცისფერი მეჩეთი (თურქ.: Sultanahmet Camii) მდებარეობს სტამბოლში, თურქეთი. საყოველთაოდ აღიარებული როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთი გარე სამყაროსთვის ცნობილი გახდა როგორც ლურჯი მეჩეთი, მის შიდა კედლებზე გამოყენებული ლურჯი საღებავის გამო. თუმცა ეს ლურჯი საღებავი მეჩეთის საწყისი დეკორაციის ნაწილი არ ყოფილა და მისი დიდი ნაწილი ამჟამად უკვე მოცლილია.







