შაბათ-კვირის ტურები

ყაზბეგის ტური
ტურის ხანგრძლივობა 1 დღე
8:00 გამგზავრება თბილისიდან
გზად ანანურის კომპლექსის დათვალიერება
წახემსება ბუნებაში
გაჩერება მჯავე წყლებზე
ყაზბეგში გერგეთის სამებაზე ასვლა ფეხით
ვახშამი ყაზბეგში და ტრადიციული კერძის დაგემოვნება (ხინკალი)
დარიალი, მშენებარე მონასტრის დათვალიერება
22:00 დაბრუნება თბილისში

ტურის ღირებულება: 45 ლარი

ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით
კვება
კვალიფიციური გიდის მომსახურება

ყაზბეგი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ადგილია, ყოველწლიურად მას დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს.
სტეფანწმინდა (ყაზბეგი) მდებარეობს საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთით. თბილისიდან 157 კილომეტრით არის დაშორებული, ზღვის დონიდან კი 1740 მეტრზე მდებარეობს. მასზე გადის საკმაოდ სწრაფი მდინარე თერგი. ჰავა საკმაოდ ცივი და მშრალია. საშუალო ტემპერატუა +4.9 გრადუსია. ყველაზე ცივი პერიოდი იანვრის თვეა ამ დროს ტემპერატურა საშუალოდ -5.2 გრადუსია. მინამალური ტემპერატურა დაფიქსირებულია -34 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური +32.
ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან.
2007 წლის 24ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ვარძია
ტურის ხანგრძლივობა 2 დღე

1 დღე
7:00 გასვლა თბილისიდან
გზად მწვანე მონასტრის მონახულება
გამომგზავრება საფარაში, წახემსება
ჩასვლა ვარძიაში
ბანაკის გაშლა, ვახშამი

2 დღე
ვარძიის კომპლექსის დათვალიერება
დედათა მონასტერი
ხერთვისის ციხე
წახემსება
23:00 დაბრუნება თბილისში

ტურის ღირებულება: 70 ლარი (კვების გარეშე)
90 ლარი (კვებით)
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით.
კვალიფიციური გიდის მომსახურება
კარვები (საძილე ტომრები, პარალონები)

ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII – XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე – მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის – ტაძრის გარშემო. მთელი მონასტერი სამხრეთ მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2-3 და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით.
ანანურის ეკლესიაში შემონახული მოხატულობა XVI საუკუნეს განეკუთვნება. ვარძიის მთელ კომპლექსში უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6×8 მ ფართობის დარბაზი. ამავე ნაწილშია “სადარბაზო” საკრებულო – მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვა. ვარძიის მონასტრის დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში საგანგებო თავშესაფარი – სამალავი ოთახები. გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ გვირაბში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი ტრასაა.