ეკო-ტურები
ლაგოდეხის ნაკრძალი (გურგენიანის ჩანჩქერი) და ღამის სიღნაღი
ტურის ხანგრძლივობა 1 დღე
7:00 გასვლა თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით
ფეხით ასვლა გურგენიანის ჩანჩქერზე
წახემსება საველე პირობებში
დაბრუნება ლაგოდეხის ნაკრძალიში
ვახშამი საველე პირობებში
გამგზავრება სიღნაღის მიმართულებით
ღამის სიღნაღის დათვალიერება და გასეირნება ქალაქში
22:00 დაბრუნება თბილისში
ტურის ღირებულება: 40 ლარი (კვების გარეშე)
52 ლარი (ორჯერადი კვებით)
ტურის ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით,
კვალიფიციური გიდის მომსახურება
ლაგოდეხი საქართველოს ერთ–ერთი და ულამაზესი, საქართველოს კუთხეა, რომელიც მდებარეობს ჰერეთის ისტორიულ მხარეში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო–აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 450–500 მეტრზე სუბტროპიკულ სარტყელში.
ლაგოდეხის ისტორიული სახელწოდება „ლაკუასტი“ გვხვდება ძველ ისტორიულ წყაროებში. ცნობილია ასევე ის ფაქტიც, რომ მე–7 საუკუნეში, ლაგოდეხის ბუნების სილამაზით მოხიბლულმა მეფე არჩილმა ააგო საზაფხულო რეზიდენცია „მაჭის ციხე“. დღესდღეობით ეს კულტურული რესურსი წარმოადგენს ერთ–ერთ რეკრეაციულ სანახაობას ვიზიტორთათვის.
ლაგოდეხში მრავლადაა ბრინჯაოს ხანის სამარხები, გვიანი ფეოდალური ფერიოდის ისტორიული ძეგლები.







