თუშეთი
თუშეთში
3 დღიანი ტური
I დღე
8:00 გასვლა თბილისიდან ალვანის მიმართულებით
ალვანი გადასხდომა ჯიპის პიტის ავტომობილებში
გამგზავრება შენაქოში
გაჩერება აბანოს უღელტეხილზე, ხედების დათვალიერება და პიკნიკი
ჩასვლა სოფელი შენაქოში
შენაქოს მონახულება
გადასვლა სოფელ დიკლოში
სოფელი დიკლო
ბანაკის მოწყობა
ვახშამი
II დღე
საუზმე
გადასვლა სოფელ დართლოში, კვავლოს ციხე-სოფლის მონახულება.
სოფელი ჭეშო, პიკნიკი.
დაბრუნება ომალოში
ომალოს მონახულება
ბანაკის მოწყობა
ვახშამი
III დღე
საუზმე
გამგზავრება გომეწრის ხეობა
სოფელი დოჭუ
სოფელი ილურთა
გამომგზავრება თბილისში
პიკნიკი
დაბრუნება თბილისში
ტურის ღირებულება: 350 ლარი (სასტუმრო სახლი, 3x კვებით)
228 ლარი (კარვებში, კვების გარეშე)
ღირებულებაში შედის: მომსახურება კომფორტული მიკრო ავტობუსით: თბილისი – ალვანი თბილისი
მგზავრობა ჯიპის ტიპის ავტომობილით: ალვანი-
თუშეთი-ალვანი
კვალიფიციური გიდის მომსახურება
განთავსება სასტუმრო სახლში ან კარავში. (საძილე ტომარა, პარალონი)
თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს.
თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.



