სვანეთი
4 დღიანი ტური სვანეთში
1 დღე
თბილისიდან გასვლა მესტიის მიმართულებით
ჩასვლა მესტიაში და დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში
ვახშამი
თავისუფალი დრო
დღე 2
საუზმე
უშგულის მიმართულებით გასვლა
გზად კვირიკის მონასტრის მონახულება
გზის გაგრძელება უშგულის მიმართულებით
ასვლა უშგულში და უშგულის დათვალიერება (თამარის კოშკები, ლამარიაზე ასვლა, უშგულის მუზეუმის
დათვალიერება და ლანჩი)
გამომგზავრება უშგულიდან მესტიის მიმართულებით
ჩამოსვლა სასტუმროში
ვახშამი
თავისუფალი დრო
3 დღე
საუზმე
გამგზავრება სოფელ ბეჩოსა და მაზერში
სოფლების მონახულება თავისუფალი დრო უშბის ძირას (ლანჩი)
გამომგზავრება სოფელ ლატალში (ტაძრების მონახულება)
ჩამოსვლა სასტუმროში
ვახშამი
თავისუფალი დრო
4 დღე
საუზმე
მესტიის მუზეუმების მონახულება
გამომგზავრება თბილისისკენ (გზაში გაჩერება და ლანჩი)
ტურის ღირებულება 298 ლარი (3x კვებით), 165 ლარი (კვების გარეშე, კარვებით)
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით: თბილისი–მესტია–თბილისი
ადგილობრივი ტრანსპორტი: მესტია–უშგული–მესტია
გიდის მომსახურება
განთავსება ოჯახური ტიპის სასტუმრო სახლში (კვება)
მუზეუმების მოსაკრებელი
სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.
სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა.კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნე და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ.სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი.შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით.კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია. ლემი თავისუფალიო სვანეთის დროშას ეწოდება(სვანური სიტყვაა და ქართულად „ლომს” ნიშნავს)ლემი სვანეთის უძლეველობის განსახიერებაა.დროშა მედროშე-მელომეს განკარგულებაში იყო და ყველა ბრძოლაში წინ მიუძღოდა მებრძოლებს. ლიფანალი გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი დღესასწაულია.ის რამოდენიმე დღეს გრძელდება.ლიფანალისის დროშას დიასახლისი ნაკურთხი წყლითა და ნაცრის შერევით „საღებავს” ამზადებს და გარდაცვლილთა სულების გულის მოსაგებად სხვადასხვა საგნებზე თითით მარტივ ფიგურებს გამოსახავს. ნადირობა- სვანები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეტის მცხოვრებნი უძველესი დროიდამ დადიოდნე მთაში სანადიროდ.თოვლსა და ყინულზე სასიარულოდ ისინი საგანგებო აღჭურვილობას თხილამურს და წრიაპს იყენებდნენ.თხილამურები თხილის ტოტებისგან მზადდებოდა, წრიაპები ლითონისაგან.
მამაკაცის სვანური ქუდი ნაბდისგან მზაადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული.



