კაბადოკია

ამ ქვეყანას მერვე საოცრებას იმიტომ უწოდებენ, რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელსაც ადამიანის გაოცება ასე ადვილად შეუძლია. ადვილია ამ ქვეყანაში მოხვედრაც. რადგან კაბადოკია ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის ტერიტორიაზეა და ნებისმიერ ქართველს ამ საოცრების ნახვა საკუთარი თვალით შეუძლია. კაბადოკიის ისტორია რამდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე. ამ მიწის სახელი “კატ პადოკა” ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ლამაზი ცხენები კიდეც არღვევდნენ, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო მისტიკითა და იდულამებით სავე ქვეყანა შექმნეს… სწორედ კაბადოკია იყო საქართველოში ქრისტეს რჯულის პირველი მქადაგებლის წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სამშობლო. Fly Travel გაძლევთ შანსს მოხვდეთ ამ საოცარ ადგილას!
[imagetab width="500" height="500"] http://flytravel.ge/wp-content/uploads/2011/08/IMG_4414.jpg [/imagetab]

 

“კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანთათვის.”

- ილია II – საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

 

გთავაზობთ 5 დღიან დაუვიწყარ ტურს კაბადოკიაში

I დღე გასვლა თბილისიდან

12:00 (მგზავრობის ხანგრძლიობა 18 საათი)

 

II დღე სასტუმროში შესვლა

12:00 საუზმე (დასვენება 3 საათი)

 

16:00 – მოინახულებთ Devrent –ის ხეობას, Goreme – ღია მუზეუმს, Monkis ხეობას, სადაც თქვენ იხილავთ მსოფლიოში ცნობილ, მომაჯადოვებელ კრატერებს დაბრუნება სასტუმროში სადილი (ვისაც სურს Turkish Night წასვლა 21:00 – 00:00)

 

III დღე საუზმე შემდეგ გაემგზავრებით Esentepe-ში პანორამული ხედების სანახავად, ასევე იხილავთ Uchisar-ს და ბუნებრივ კლდოვან ციხე-სიმაგრეებს შესვენება ლანჩზე Avano-ში ტურის ბოლოს გამომგზავრება სასტუმროში სადილი ღამისთევა კაბადოკიაში.

 

IV დღე საუზმე სასტუმროდან გამოსვლა გამგზავრება Derinkuyu-ში, სადაც მოინახულებთ ცნობილ Derinkuyu-ს მიწისქვეშა ქალაქს შემდეგ მცირე ლაშქრობა Ihlara-ს ხეობაში, სადაც მოინახულებთ რამოდენიმე ეკლესიას შესვენება ლანჩზე Belisirma შემდეგ გამგზავრება Selime-ში პანორამული ხედების სანახავად ტური დასრულდება სადილით დაბრუნება თბილისში

 

V დღე დაბრუნება თბილისში.

ტურის ღირებულებაში შედის:

1. ტრანსპორტირება – თბილისი/​კაბადოკია-ტრაბზონი/ თბილისი 2. სასტუმრო 4 **** 3. სასტუმროში ორჯერადი კვება – შვედური მაგიდა 4. დამატებითი კვება ტურის განმავლობაში; 5. გიდის მომსახურება; 6. ექსკურსიები – კაბადოკიასა და ტრაბზონში;

  • 50 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში ტურის ფასი შეადგენს: 220$(გასვლა 22 მარტი)
  • 15 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში: 285$(გასვლა 22 მარტი)